ჯიოტიშ-ტანტრას უკრაინელი ოსტატი თბილისში მასტერკლასს ჩაატარებს
ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრისა და მარიამ ძაგნიძის პიროვნული ზრდის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში ჯიოტიშ-ტანტრას უკრაინელი ოსტატი – ოლეგ ბოკაჩოვი ჩამოდის. ბოკაჩოვი ჩაატარებს სამ მასტერ-კლასს: „წარმატების ძალა“, „სწრაფი განვითარება“ და „დანიშნულება“.
ცნობისთვის: ჯიოტიში – ესაა ცოდნა ცნობიერების სინათლის შესახებ, და იმაზე, თუ როგორ ვრცელდება სინათლე სიბნელეში. ხოლო ტანტრა – ესაა უძველესი ტექნოლოგია სამყაროს ფუნდამენტალურ ძალებთან დასაკავშირებლად, პრაქტიკული ცოდნის მისაღებად უშუალო გამოცდილების სახით – საკუთარ ცნობიერებასა და სხეულში, ასევე გაცნობიერებულობის განვითარებისთვის და იმ ძალთა მოპოვებისთვის, რომლებიც განზრახვის რეალიზაციაში გვეხმარება.
ოლეგ ბოკაჩოვის სისტემის უნიკალურობა ისაა, რომ იგი ძალიან მარტივია. არ მოითხოვს არანაირ წინასწარ ცოდნას და ინფორმაციას, და უშუალოდ, მასტერკლასის პროცესში აჩვენებს ადამიანს შედეგს. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია მისი მიდგომა ჩვენს დროში, როდესაც ადამიანების გონება გადავსებულია უზარმაზარი ინფორმაციით. ეს ინფორმაცია არქივად რჩება და გამოყენებას ვერ ჰპოულობს. და, რაც ყველაზე უარესია – მოუნელებელი ინფორმაცია, ისევე როგორც საკვები, შხამად იქცევა. ჯიოტიშ-ტანტრა კი ძალიან მარტივ და რეალურად შეგრძნებად გასაღებს იძლევა იმის მისაღწევად, რასაც მრავალი სისტემა რთული ფორმულების და უზარმაზარი ინფორმაციის მეშვეობით აღწევს.
ოლეგ ბოკაჩოვი ასევე ჩაატარებს პირად კონსულტაციებს ჯიოტიშ-ასტროლოგიაში. ესაა დასავლური საზოგადოებისთვის ცნობილი ასტროლოგიისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული სისტემა, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს ინდოეთში და დღეს უკვე დასავლურ ქვეყნებშიც ვრცელდება. ჯიოტიშ-ასტროლოგია განიხილავს სამყაროს 9 ფუნდამენტალურ ძალას, რომლებიც ყველგან და ყველაფერშია, ყველა მიკრო და მაკროსისტემაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანში, და მზის სისტემის პლანეტებიც ამ ძალთა ერთ-ერთი გამოვლინებაა, მათი განლაგება ნატალურ ჰოროსკოპში კი ზუსტად ასახავს ადამიანის კავშირს ამ ძალებთან დაბადების მომენტში. ოლეგ ბოკაჩოვმა საკუთარ თავში აღმოაჩინა არსებობის მთავარი წყარო, შინაგანი მზე, რომელიც ყველა ადამიანშია და ყველაზე მთავარ ძალას, ცნობიერების სინათლის წყაროს წარმოადგენს ჩვენს ცხოვრებაში. საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად მარტივად და გასაგებად გადასცემს საკუთარი მზესთან დაკავშირების და ამ კავშირის გაძლიერების მეთოდებს. იგი სრულყოფილად ფლობს ასევე ცოდნას ადამიანში მამრობითი და მდედრობითი საწყისების შესახებ, მათი ურთიერთკავშირის შესახებ როგორც თავად ადამიანში, ასევე ქალსა და მამაკაცს შორის. ყველა ძალისკენ მიილტვის, ყველა სრულყოფილებისკენ მიილტვის რაღაც კონკრეტულ ძალებთან მიმართებაში. ოლეგ ბოკაჩოვის მასტერკლასებზე თქვენ შეძლებთ დაუახლოვდეთ ცხოვრების ყველაზე მთავარ ძალას – არსებობის ძალას. და ეს ძალიან მარტივია – იმდენად მარტივი, რომ თითქმის დაუჯერებელი!
მასტერ-კლასების პრეზენტაცია ჩატარდება 24 ოქტომბერს უზნაძის 78-ში, 19:00-ზე. დასწრება თავისუფალია.