ირაკლი კობახიძე – კახეთში, ისევე როგორც ყველა რეგიონში, გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად 8-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას
ისევე როგორც ყველა რეგიონში, კახეთში გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად 8-ვე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დააკომპლექტებს უმრავლესობას.
„ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებს 8-ვე მუნიციპალიტეტში. ზოგ მუნიციპალიტეტში უკვე მოგებული აქვთ, ესეც ცალკე თემაა. 8-დან თუ არ ვცდები 4 მუნიციპალიტეტია კახეთში, სადაც წინასწარ აქვს მოგებული ჩვენს მერობის კანდიდატს და დანარჩენ 4-ში პირველ ტურში მოვიგებთ ძალიან დიდი ანგარიშით. ასევე, ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას,”- განაცხადა პრემიერმა.