ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული აგრესია აქვს რადიკალურ ოპოზიციას, მათ პატრონებთან ერთად, ერეკლე მეორის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ ერეკლე მეორე არის სამშობლოსთვის თავდადებისა და პრაგმატიზმის სიმბოლო

გასაოცარია ის რეაქციები, რომლებიც ვიხილეთ – განსაკუთრებული აგრესია აქვს რადიკალურ ოპოზიციას მათ პატრონებთან ერთად ერეკლე მეორის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მისივე თქმით, მათი დიდი აგრესია გამომდინარეობს იქიდან, რომ ერეკლე მეორე არის სამშობლოსთვის თავდადებისა და პრაგმატიზმის სიმბოლო, რასაც ვერ ეგუებიან აგენტები და მათი პატრონები.

„თავის დროზე, როდესაც ყველზე დიდი ზეწოლა იყო მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ელჩი შეხვდა ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს და დაიწყო მასთან სრულიად გაუგებრად ერეკლე მეორის ლანძღვა. ამის შემდეგ, მე მქონდა შეხვედრა ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან, იმავე საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენელთან და იმანაც უცბად დაიწყო ერეკლე მეორის ლანძღვა. აქედან ერთ კვირაში, გამოიყვანეს ბატონი ბერძენიშვილი, ფსევდო მოაზროვნე და მას გაალანძღინეს ერეკლე მეორე. აქედან ჩანს, თუ როგორი კოორდინაციაა აქაურ აგენტებსა და მათ პატრონებს შორის. ძალიან დიდი აგრესიაა ერეკლე მეორის მიმართ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ერეკლე მეორე არის სამშობლოსთვის თავდადებისა და პრაგმატიზმის სიმბოლო და ამას ვერ ეგუებიან ჩვენი უცხოელი აგენტები და მათი პატრონები,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები