ირაკლი კობახიძე – ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, ევროპული ბიუროკრატიის სახე და პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე – ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას
ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, ევროპული ბიუროკრატიის სახე და პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ ჩრდილი მიაყენოს ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას.
„რაზეა საუბარი, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, ევროპული ბიუროკრატიის სახე და პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე. ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. ყველაფერზე მეტყველებს ფაქტები. თუმცა, საბოლოო ჯამში შედეგი არის არა ის, რომ ევროპული ბიუროკრატიის ასეთი ნაბიჯები არის წარმატებული, არამედ შედეგი არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად ძლიერდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, კიდევ უფრო მეტად მობილიზებულია ქართველი ხალხი ჩვენს შიდა საქმეებში ყოველგვარი ჩარევის წინააღმდეგ. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ქართულ დემოკრატიას წარმატებით ვერავინ დაესხმება თავს”, – განაცხადა პრემიერმა.