“რადიკალური ოპოზიცია რისთვისაც უნდა ემზადებოდეს, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს და ძალადობას კანონით გაეცემა პასუხი” – ბითაძე

“რადიკალური ოპოზიცია რისთვისაც უნდა ემზადებოდეს, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს და ძალადობას კანონით გაეცემა პასუხი”, – ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობა შეეჩვია რადიკალური ოპოზიციის სიცრუეს და შემდეგ იმას, რომ ისინი პასუხისმგებლობას არაფერზე იღებენ.

“ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიცია მშვიდობიან დამხობაზე ისაუბრებს, ალერსიან გადატრიალებაზე თუ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლაზე, ფაქტი ფაქტად რჩება – ეს ადამიანები არჩევნებში წაგებისთვის არიან განწირული. სიძულვილის დიდმა პროპაგანდამ, რასაც ეს ადამიანები ამუშავებენ, საქართველოს მოსახლეობაში ნდობა საერთოდ მოკლა. ამას მათი უცხოელი მხარდამჭერებიც კარგად ხედავენ. რისთვისაც არ უნდა ემზადებოდნენ, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს, ძალადობას კი კანონით გაეცემა პასუხი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები