შალვა პაპუაშვილი: თუკი 4 ოქტომბერს იქნება ერთი ფაქტიც ძალადობის, ერთი ნასროლი ქვა და ერთი შეურაცხყოფა, თავდასხმა პოლიციელზე, მოქალაქეებსა და სხვადასხვა საკუთრებაზე, ამაზე პასუხისმგებლობა გუშინდელი განცხადების შემდეგ გაზიარებული აქვს ევროკომისიას

„თუკი 4 ოქტომბერს იქნება ერთი ფაქტიც ძალადობის, ერთი ნასროლი ქვა და ერთი შეურაცხყოფა და თავდასხმა პოლიციელზე, მოქალაქეებსა და სხვადასხვა საკუთრებაზე, ამაზე პასუხისმგებლობა გუშინდელი განცხადების შემდეგ გაზიარებული აქვს ევროკომისიას,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც სოლიდარობას უცხადებს მოძალადეებს, არის ძალადობის თანამონაწილე.

„ქართულ საზოგადოებას არ უნდა იხილოს ის, რაც იხილა დეკემბერში, როდესაც ადამიანებმა თვალში მხედველობა დააკარგვინეს პოლიციელს, დააზიანეს რამდენიმე ათეული პოლიციელი, დააზიანეს პარლამენტის შენობა, გადაწვეს რამდენიმე ოთახი. ფაქტობრივად დადგმული ვირტუალური ომი ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, როდესაც ასაფეთქებელი პიროტექნიკით წვავდნენ პოლიციის მანქანებს.

ყველა, ვინც სოლიდარობას უცხადებს მოძალადეებს, არის ძალადობის თანამონაწილე. გუშინ მოვისმინეთ ევროკომისიის პრესსპიკერისგან, რომ ის სოლიდარობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის შეკრებას. თუ მოხდება ერთი, ორი თუ შვიდი ძალადობრივი ფაქტი, ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობა, გუშინდელი განცხადების შემდეგ, გაზიარებული აქვს ევროკომისიას, შესაბამისად მის წარმომადგენელს, ევროკავშირის ელჩს. ახლა თვითონ იზრუნონ, რომ გამოვიდნენ და ამას გაემიჯნონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები