რაქვიაშვილი – 4 ოქტომბრის აქციაზე: არ მგონია, რომ ბევრი ადამიანი გამოვა და რამე დაძაბულობა შეიქმნება ამის გამო

“გამიკვირდება, რომ 4000 კაცზე მეტი მოვიდეს ასეთ მიტინგზე. ცხადია, არც არავის გაუჩნდება მოტივი, რომ ასეთი მიტინგი დაარბიოს”, – ამის შესახებ, “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, 4 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ის ამბობს, განცხადებები, რომ სპეცრაზმი არ ეყოფა მთავრობას, ცოტა უხერხულია იმ არასერიოზულობის ფონზე, რომელიც ამ მიტინგს ახლავს თან.

“არ მგონია, რომ ბევრი ადამიანი გამოვა და რამე დაძაბულობა შეიქმნება ამის გამო, თუ ვიღაცას ძალიან არ უნდა ხელოვნურად შექმნას ეს ყველაფერი”, – აღნიშნავს რაქვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები