ჭეიშვილი – წითლიძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რადიკალებს ისევ და ისევ დღის წესრიგში აქვთ ის, რომ ძალადობრივი გზით, შესაბამისი ექსტრემისტული დაჯგუფებების მობილიზების გზით შეეცადონ სიტუაციის არევას

“რადიკალებს ისევ და ისევ დღის წესრიგში აქვთ ის, რომ ძალადობრივი გზით შეეცადონ სიტუაციის არევას და მათ შორის 4 ოქტომბერი დაამსგავსონ იმ დღეებს, რაც ჩვენ ვიხილეთ თუნდაც გასული წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას სპეცრაზმელების რაოდენობასა და წინააღმდეგობის გაწევის გზებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რადიკალებს ისევ და ისევ დღის წესრიგში აქვთ ის, რომ ძალადობრივი გზით, შესაბამისი ექსტრემისტული დაჯგუფებების მობილიზების გზით შეეცადონ სიტუაციის არევას და მათ შორის 4 ოქტომბერი დაამსგავსონ იმ დღეებს, რაც ჩვენ ვიხილეთ თუნდაც გასული წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ კონკრეტულ გეგმებზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე გაამახვილა ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები