“ვინც ჩემზე მეტი გააკეთა, ვენაცვალე ჯიგარში“ – ალეკო ელისაშვილი
“თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან”, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.
„მივიდეთ ამ არჩევნებზე, არ შემოვხაზოთ ეს კალაძე, დავუდოთ მეორე ტური. მინდა, ყველას ვკითხო. ყველას პატივისცემას ვუდასტურებ, ვისაც უნდა მათი დამარცხება. უბრალოდ მე მინდა გკითხოთ, თეორიების დაშვებით ვილაპარაკოთ, თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან. მოდით, დაშვებები გავაკეთოთ, არ გვინდა მარტო ლანძღვა, ამდენი ხანი ხომ მლანძღავთ, არა? ვინც მლანძღავს, კიდევ ვიტყვი, გამოვიდეს და მითხრას, ჩემზე მეტი თუ აქვს გაკეთებული. ვინც ჩემზე მეტი გააკეთა, ვენაცვალე ჯიგარში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.