მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: მთელი ყურადღება აქვთ გადატანილი უცხოეთზე, საიდანაც იღებენ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს
“მთელი ყურადღება აქვთ გადატანილი უცხოეთზე, საიდანაც იღებენ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს, ხოლო აქ ერთმანეთზე თითის გაშვერით ცდილობენ რაღაც ვიწროპარტიული, მცირედი უპირატესობების მოპოვებას”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
“თუმცა, საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა აქვს არა იმას, რას იტყვის სალომე სამადაშვილი, არამედ იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი და 4 ოქტომბერს აუცილებლად კიდევ ერთ, იმედია, საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს ჩვენი საზოგადოება კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას”, – აცხადებს მათიკაშვილი.