რიმა ბერაძე: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მესიჯებს ველოდებით აშშ-დან
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მესიჯებს ველოდებით აშშ-დან,“- ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, განახლებული უნდა იქნეს ეს ორი ურთიერთობა, ორი ხალხის უკეთესი მომავლისთვის.
“საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და გამოსვლა ოფიციალურად. ეს არის ახალ რეალობაზე მორგებული შეხვედრები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მესიჯებს ველოდებით აშშ-დან, ჩვენი მიზანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენ ვიწყებთ ახალ ურთიერთობას და მეგობრობას, ვდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც არსებობდა ტრადიციის შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ განახლებულ იქნეს ეს ორი ურთიერთობა, ორი ქვეყნის, ორი ხალხის უკეთესი მომავლისთვის“, – აცხადებს რიმა ბერაძე.