დავით მათიკაშვილი: კახა კალაძის ყველა დაპირება უკლებლივ შესრულდება

„თითოეული მოქალაქე შეძლებს და სპორტში, განათლებაში თვითრეალიზდება. ეს არის ის პირობა, რომელიც მერობის კანდიდატმა მისცა საზოგადოებას,“ – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ისევე როგორც სრულდებოდა კახა კალაძის ყველა დაპირება უკლებლივ, ასევე განხორციელდება ყველა დაპირება, რომელიც ამ მიმართულებით არის გაცემული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები