დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებენ, კარდინალურად არიან აცდენილები იმ საღ აზრს და პოლიტიკურ მაჯისცემას, რომელიც არსებობს საქართველოში
რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებენ, კარდინალურად არიან აცდენილები იმ საღ აზრს და პოლიტიკურ მაჯისცემას, რომელიც არსებობს საქართველოში ელექტორატის კუთხით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია რაღაც გამოგონილ, მოდელირებულ სამყაროში ცხოვრობს და ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათ უკიდურესად უჭერს მხარს.
„რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებენ, კარდინალურად არიან აცდენილები იმ საღ აზრს და პოლიტიკურ მაჯისცემას, რომელიც არსებობს საქართველოში ელექტორატის კუთხით. ცხოვრობენ რაღაც გამოგონილ, ილუზორულ, მოდელირებულ სამყაროში, სადაც მათი აზრით, საზოგადოება უკიდურესად უჭერს მხარს, არის ამ რადიკალების მხარდამჭერი და რაღაც ძალებით, მექანიზმებით ხელისუფლება ინარჩუნებს ხელისუფლებას. ეს არის ის ტყუილით გაჯერებული ვირტუალური რეალობა, რომელსაც საკუთარ თავსაც უხატავენ და იმ ერთ მუჭა მხარდამჭერებსაც, რომელიც რადიკალებს ჯერ კიდევ შემორჩათ საქართველოში. სინამდვილე და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. ისინი არ ამბობენ, ერთი წამითაც თვითკრიტიკულები არ არიან და იმაზე კი არ საუბრობენ, რომ ხელისუფლების ნდობის წყარო არის ხალხი.
როდესაც შენ საკუთარ ხალხთან არ გაქვს ურთიერთობა, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიებს საკუთარ მოსახლეობასთან და საკუთარ ამომრჩეველთან ოპოზიციიდან არ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიებს. ამ პირობებში, როდესაც იმედი გაქვს მხოლოდ იმ ძალაზე, რომელიც გარედან გასულდგმულებს ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც. ჯო ვილსონის იმედი როცა გაქვს საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში და საკუთარ ხალხს არ ელაპარაკები, ვინც ხმა უნდა მოგცეს და ვინ მხარი უნდა დაგიჭიროს, მანდატით უნდა აღგჭურვოს, რომლითაც მერე მის ინტერესს დაიცავ და სიტყვას მიიტან საკანონმდებლო ორგანოში, იქნება ეს უმაღლესი თუ ადგილობრივი. მერე ბუნებრივი ამ ყველაფერს აგებ და ზღვარს ქვემოთ ჩადიხარ რეიტინგის კუთხით, ეს ორჯერ ორი ოთხია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.