„ერთსულოვნების“ ახალი პროექტი – “მედია ოკუპირებულ ტერიტორიებზე”

ტელეკომპანია „ერთსულოვნება“ მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტს, “მედია ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაყურებელიც იხილავს, – ამის შესახებ „კვირას“ პროექტის ავტორმა თამარ ბელქანიამ განუცხადა. მისი თქმით, გადაცემა ეთერში “ისტორიის გაკვეთილის” ეგიდით გავა და მაყურებელი მას ორ კვირაში ერთხელ, 21 საათსა და 30 წუთზე იხილავს. „მსგავსი სახის გადაცემა მედიასივრცეში პირველია. ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ, ყველა იმ მედიასაშუალებას, რაც დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იქმნება და ვრცელდება. პირველი გადაცემა ოკუპირებული აფხაზეთის ბეჭდურ მედიას მიეძღვნება.
ამასთან, გადაცემის მსვლელობის დროს, ყველა პერიოდული გამოცემის წარდგინება მოხდება და მიმოვიხილავთ წამყვან სტატიებს. ამით, ჩვენ გავიგებთ რა ხდება ტერიტორიებზე, სადაც ჯერ კიდევ ომი მიმდინარეობს, მათ შორის საინფორმაციოც… ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს კოლეგებს. პროექტის მიზანია, შევქმნათ მედიის საერთო ენა და გავიცნოთ ერთმანეთი, მედიით გაზეთები “გალი”, “ჩეგემსკაია პრავდა”, “ნოვი დენ”,”რესპუბლიკა აფხაზია”, “კომსომოლკსაია პრავდა”, “აფხაზი ავტო”, “ეხო აფხაზიი”, – აცხადებს გადაცემის ავტორი თამარ ბელქანია.
მისივე თქმით, გადაცემის პირველი თანაწამყვანი პროფესორი ზაზა წურწუმია იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები