“თუ იარსებებს რაიმე სისხლის სამართლის კანონდარღვევა, იქნება შესაბამისი რეაგირება და ის პირები, ვინც ასეთ დარღვევებს ჩადიან, წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე” – შარმანაშვილი

“თუ იარსებებს რაიმე სისხლის სამართლის კანონდარღვევა, იქნება შესაბამისი რეაგირება და ის პირები, ვინც ასეთ სისხლის სამართლებრივ დარღვევებს ჩადიან, წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენი საგამოძიებო ორგანოების მიერ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა სხვადასხვა მიმართულებით აღძრული, რომელიც ამ საბოტაჟის, თუ სხვადასხვა ქმედებების საქმეს იძიებს. რა თქმა უნდა ამ სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ჩვენი საგამოძიებო ორგანოები აგროვებენ მტკიცებულებებს, აანალიზებენ და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასე რომ, სახელმწიფოს რეაქცია არსებობს და თუ იარსებებს რაიმე სისხლის სამართლის კანონდარღვევა, იქნება შესაბამისი რეაგირება და ის პირები, ვინც ასეთ სისხლის სამართლებრივ დარღვევებს ჩადიან, წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მართლმსაჯულებას ვერ ასცდებიან“, – განმარტა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები