“მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ხაბეიშვილის დაძახებულზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იქნება აყვანილი” – ვოლსკი

“რასაკვირველია, მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ხაბეიშვილის დაძახებულზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ, ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში, მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი”, – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მან განმარტა, რომ სამართალდამცველები ყოველთვის მობილიზებულები არიან.

„რაც შეეხება მობილიზაციას – სამართალდამცველები ყოველთვის არიან მობილიზებულები და რიგითიდან დაწყებული, ხელმძღვანელი პირებით დამთავრებული მოტივაცია ერთია – საქართველოს, ამდენი გამოწვევის წინაშე მდგარი პატარა ქვეყნის, დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. რასაკვირველია, მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს ხაბეიშვილის დაძახებულზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. ის, რომ სისხლის ღვრა და ფიზიკური დაპირისპირება არის მიზანი, ეს უკვე ჩვენი მოგონილი არ არის, თავად ამბობენ და ზოგიერთი უცხოელი აქტორიც მოუწოდებს ამისაკენ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები