არჩილ გორდულაძე: ყველამ დაიმახსოვროს, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნებით ხდება

,,ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის და არ შეიძლება, ძალადობაში იყოს გადაზრდილი, როგორც ამერიკაში არ შეიძლება, რომ პოლიციელზე იძალადო და ეს გაამართლო იმით, თითქოს, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, ჩვენს შემთხვევაშიც ასეა”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნებით ხდება.

„დამხობა დამხობაა, ხოლო დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების შეცვლის არაერთი თარიღი მოგვისმენია, მაგრამ ყველამ დაიმახსოვროს, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნებით ხდება. სხვა მოქმედება კანონდარღვევაა, რისი უფლებაც არავის აქვს. სახელმწიფო ორ ფეხზე მყარად დგას და არავის ექნება საშუალება რევოლუციით, დამხობით, მოიყვანონ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა. მათ ასეთი განცხადებები უნდა გააკეთონ, რადგან მათ მიმართ ასეთია დავალება“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები