“მცდელობა – აგენტურული ხელისუფლება კვლავ დააბრუნონ, საქართველოს მხრიდან პასუხგაცემული იქნება” – მათიკაშვილი
“რადიკალების დავალების მიმცემებს ორად აქვთ სტრატეგია გაყოფილი საქართველოში. ერთი კუთხით ისინი უსუსტეს რადიკალურ ჯგუფს მონაწილეობას აღებინებენ არჩევნებში და მეორე ნაწილს – ე.წ. ორთოდოქს „ნაციონალებს“, „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ ამყოფებენ რეჟიმში, რომელიც არჩევნების დღისთვის იქნება ფსევდორევოლუციური გეგმებით”, – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, “მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ტყუილის პროპაგანდირების”.
“მეორე ნაწილს – ე.წ. ორთოდოქს „ნაციონალებს“, „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ ამყოფებენ რეჟიმში, რომელიც არჩევნების დღისთვის იქნება ფსევდორევოლუციური გეგმებით, მშვიდობიანი დამხობებით. მცდელობა – აგენტურული ხელისუფლება კვლავ დააბრუნონ, საქართველოს მხრიდან პასუხგაცემული იქნება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.