“ყველამ კარგად უნდა დაინახოს და შეეგუოს იმას, რომ მარტო თვითონ არ არიან სახელმწიფოები, საქართველოც ანალოგიურად დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა” – ქადაგიშვილი
“ყველამ კარგად უნდა დაინახოს და საბოლოო ჯამში შეეგუოს იმას, რომ მარტო თვითონ არ არიან სახელმწიფოები, საქართველოც ანალოგიურად დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა”, – ამის შესახებ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ამერიკის ელჩი საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ევროპის სახელმწიფოებს ბუნებრივი რეაქცია აქვთ ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის დიპლომატი არღვევს დიპლომატიური ქცევის წესებს. მაგრამ რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო არის მეორეხარისხოვანი ქვეყანა, სადაც დიპლომატი შეიძლება პირდაპირ იყოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში, რევოლუციური პროცესების წახალისება დაფინანსებაში ჩართული, და ამაზე თუ ხელისუფალი ან პოლიტიკოსი პროტესტს თუ გამოთქვამს და შენიშვნა იტყვის, ეს არის უპატივცემულობა, დასავლური ღირებულებებისგან დაშორება და რუსული პროპაგანდის ასე ვთქვათ წინ წამოწევა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა დაინახოს და საბოლოო ჯამში შეეგუოს იმას, რომ მარტო თვითონ არ არიან სახელმწიფოები, საქართველოც ანალოგიურად დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა“, – თქვა ქადაგიშვილმა.