“თუკი მიუღებელია ფრანგებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩარევა მათ საქმეებში, იქნება ეს ელჩის სახით თუ სხვა ნებისმიერი ფორმატით, ანალოგიურად მიუღებელი ჩვენთვის” – მათიკაშვილი
“თუკი მიუღებელია ფრანგებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩარევა მათ საქმეებში, იქნება ეს ელჩის სახით თუ სხვა ნებისმიერი ფორმატით, ანალოგიურად მიუღებელი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოელი დიპლომატების ჩარევა”, – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
ის საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აშშ-ის ელჩი მისი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის გააკრიტიკა.
„უნდა არსებობდეს ერთმაგი სტანდარტი პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ის, რაც არის მიუღებელი საფრანგეთის სახელმწიფოსთვის, ეს არის მიუღებელი საქართველოსთვის. თუ კი მიუღებელია ფრანგებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩარევა მათ საქმეებში, იქნება ეს ელჩის სახით თუ სხვა ნებისმიერი ფორმატით, ანალოგიურად არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოელი დიპლომატების ჩარევა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.