შალვა პაპუაშვილი გომელაურზე: პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის
,,პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
პაპუაშვილის თქმით, ვახტანგ გომელაური არ არის პარტიული საქმიანობით დაკავებული, თუმცა, მას პარტიის წევრებთან ურთიერთობა აქვს.
„ახლახან ერთ-ერთი ფოტოც იყო ახალი. იმ ფოტოს სიუჟეტს თუ გავიხსენებთ, იქ მგონი სხვანაირი სიუჟეტია, კონტროლთან არ ვიცი რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს. ადამიანური ურთიერთობები არსებობს.
მე, მათ შორის, გახლავართ პოლიტიკური მდივანი პარტიის. პარტიას თავმჯდომარე ჰყავს. ყველა ვჩანვართ, ვინც ვართ პარტიაში, ვინც აქტიურად ვსაქმიანობთ პარტიაში და პარტიული საქმიანობით ვართ დაკავებულები. თუ გინდათ მე მენდეთ და თუ გინდათ ეკა ბესელიას ენდეთ. ეკა ბესელია იტყუება, რაც არაერთხელ გაუკეთებია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.