შარმანაშვილი – ოპოზიციაზე: ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, თანამშრომლობა არ შეუძლიათ
“ჩვენ გამარჯვებისთვის ყველა მუნიციპალიტეტში ვემზადებით”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის გეგმები კრახით დასრულდება, “რადგან ქართველი ხალხი ასეთ მოთამაშეებს და ასეთ არასერიოზულ ხალხს მხარს არ დაუჭერს”.
“შიდა დაძაბულობა ყოველთვის იყო. მათი ნებისმიერი გაერთიანება და ერთობა ყოველთვის ხელოვნური იყო. ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, თანამშრომლობა არ შეუძლიათ. საპარლამენტო არჩევნების წინ უბრძანეს, მემორანდუმები მოიფიქრეს და ხელი მოაწერეს. როცა ერთად იყვნენ, ერთმანეთს მაშინაც ჭამდნენ. წარმოიდგინეთ, ესენი ერთად კოალიციურ მთავრობაში რომ იყვნენ, საქართველოში როგორი ქაოსი იქნებოდა? ამ ადამიანებს დიალოგის რესურსი არ აქვთ, არათუ ხელისუფლებასთან, არამედ ერთმანეთთან. მათი ინტელექტი ასეა მოწყობილი, რომ მუდმივად კონფლიქტების პროვოცირებით არიან დაკავებული. საქართველოში დესტაბილიზაციას სწორედ ასეთი ადამიანებით აპირებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.