საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების (UNGA) მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ასევე, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში და მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები