“არ გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს” – რაქვიაშვილი
“ოპოზიცია რას აკეთებს, ნაკლებად მაღელვებს, განსაკუთრებით ის ხალხი, რომლებიც “ფეიკ” რევოლუციას აწყობს”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს.
“მგონი, თვითონაც არ სჯერათ ეს ყველაფერი. უბრალოდ, თავი ისეთ პოზიციაში ჩააყენეს, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ. დიდი ალბათობით, ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო აქტივობა. არ გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს”, – ამბობს რაქვიაშვილი.