მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
მიხეილ ყაველაშვილის თვითმფრინავი ნიუ-იორკში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის,მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდება. შტატებშია „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი. „იმედის კვირის“ მაყურებელს ნიუ-იორკიდან ელოდება პირდაპირი ჩართვები და უახლესი ცნობები ვიზიტის შესახებ.