შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელებში ლიფტები დამონტაჟდება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ხანდაზმულთათვის მიწისქვეშა გადასასვლელებში ლიფტები დამონტაჟდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ლიფტები დამონტაჟდება ორ მიწისქვეშა გადასასვლელში, რისთვისაც 150 000 ლარია
გამოყოფილი.
ლიფტის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში.
დარჩენილია მხოლოდ ელექტროგაყვანილობის სამუშაოები, რის შემდეგაც შემდეგ ლიფტი ექსპლოატაციაში შევა.
მეორე ლიფტის დამონტაჟება ვაკის პარკის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის მხრიდან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში იგეგმება, სადაც ერთ მხარეს უკვე დასრულდა მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები და ლიფტის მონტაჟი უახლოეს პერიოდში დაიწყება.