სასულიერო პირებმა თბილისში სინაგოგასთან აქცია გამართეს
“შევინარჩუნოთ ქართველებისა და ებრაელების საუკუნოვანი მეგობრობა“, – ამ სახელწოდებით თბილისში სინაგოგასთან აქცია გაიმართა. მართლმადიდებელი სასულიერო პირებმა და საზოგადოების ნაწილმა ხანუქისა და სხვა ებრაული დღესასწაულების ქალაქის ქუჩებში აღნიშვნა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველა ებრაული დღესასწაული უნდა აღინიშნოს სინაგოგაში, რადგან ის ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სარწმუნოებას.
მათივე თქმით, ქართველებს სურთ ებრაელებთან მეგობრობა და სწორედ ამ მეგობრობას უშლის ხელს ხანუქის ქუჩაში აღნიშვნა.