პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აშშ-ის გენერალური პროკურორისა და ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებებს ეხმაურება.
“ამ ორ განცხადებას შორის უკიდეგანო ოკეანე და ღირებულებითი უფსკრულია”, – წერს პაპუაშვილი.
აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს: “სიტყვის თავისუფლება იცავს იდეებს, დებატებს და განსხვავებულ აზრსაც კი, მაგრამ ის არ იცავს და არასდროს დაიცავს ძალადობას”.
ევროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს: “ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას”.