კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველმა მხატვრებმა – ალექსანდრე ვაშაყმაძემ და თამარ ჩხიკვაძემ თავიანთი ნამუშევრები ფლორენციის

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველმა მხატვრებმა – ალექსანდრე ვაშაყმაძემ და თამარ ჩხიკვაძემ თავიანთი ნამუშევრები ფლორენციის XV ბიენალეზე წარადგინეს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ბიენალეს ძირითადი თემა იყო „შუქისა და სიბნელის ამაღლებული

არსი: დუალიზმისა და ერთიანობის ცნებები თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინში”.

ფლორენციის XV ბიენალე ისტორიულ ციხესიმაგრეში, ქალაქის კულტურულ ცენტრში – Fortezza da Basso-ში გაიმართა.

ბიენალე ფლორენციაში 1997 წლიდან ტარდება. წელს ღონისძიებაში 84 ქვეყნიდან 500-ზე მეტი მხატვარი და დიზაინერი მონაწილეობდა.

ბიენალეში ქართველი არტისტების მონაწილეობა თანამედროვე კულტურულ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობასა და საერთაშორისო არენაზე გასვლასა და დამკვიდრებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები