ბესიკ კუსიდი თბილისის წამყვანი კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი ჩაფიძის, ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა კლინიკის დირექტორებს და სამედიცინო პერსონალს მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის და დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნთვის მადლობა გადაუხადა.

ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს უფასო კარდიოლოგიური კვლევები 300-მდე აფხაზეთიდან დევნილ პირს ჩაუტარდა.

აფხაზეთიდან დროებით დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ორსულები ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში პირველი კონსულტაციის სერვისით უფასოდ სარგებლობენ. ასევე ბენეფიციარები „მშობელთა სკოლაში“ უფასოდ ერთვებიან.

ჩაჩავას კლინიკაში აფხაზეთიდან დროებით დევნილ ქალბატონებს აქციის ფარგლებში უფასო გინეკოლოგიური კვლევები უტარდებათ. აღნიშნული აქციები ხელს უწყობს ზოგიერთი პათოლოოგის დროულ გამოვლინებასა და მათ პრევენციას.

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები