“პარტიები, რომელთა მიზანსაც ქვეყნის ნგრევა, კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ტერიტორიების დარიგება და ა.შ. წარმოადგენდა, გაქრებიან, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას” – მათიკაშვილი

“დანაპირები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა, იქნება შესრულებული და პარტიები, რომელთა მიზანსაც ქვეყნის ნგრევა, კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ტერიტორიების დარიგება და ა.შ. წარმოადგენდა, დაბინძურებული პოლიტიკური ველიდან გაქრებიან. ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

კერძოდ, მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

„რა ლაიტმოტივიც არის კონსტიტუციური სარჩელის ძირითადი ღერძი და ხერხემალი არის ის, რომ ეს სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო“ პრაქტიკულად დემოკრატიას, როგორც პოლიტიკური წყობის ფორმას, პოლიტიკური მმართველობის ფორმას არ აღიარებენ. არ აღიარებენ უმრავლესობის მმართველობას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები