ლავროვი: რუსეთი არ აპირებს ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანას თავს დაესხას
რუსეთი არ აპირებს ნატო-ს ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას და მოსკოვი მზადაა, ეს უსაფრთხოების გარანტიებში გააფორმოს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია განზრახვა, თავს დავესხათ ნატო-ს ან ევროკავშირის რომელიმე ამჟამინდელ წევრ სახელმწიფოს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მზად არიან, ეს პოზიცია ევრაზიის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებში განვახორციელოთ.
“ევროკავშირის ლიდერები თავს არიდებენ ამ სამომავლო გარანტიების ნამდვილად კოლექტიურ საფუძველზე განხილვას და ამაყად აცხადებენ, რომ უკრაინის კრიზისის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიები უნდა არსებობდეს არა რუსეთის მონაწილეობით, არამედ რუსეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლავროვმა.