კენიაში თვითმფრინავის კატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა
კენიაში მცირე სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, კატასტროფა ქვეყნის სამხრეთით, კვალეში, ტყიან რეგიონში მოხდა. თვითმფრინავი, რომელიც ავიაკომპანია Mombasa Air Safari-ს ეკუთვნოდა, სანაპირო ქალაქ დიანიდან აფრინდა და ტურისტული მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალისკენ მიემართებოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან 8 უნგრელი, 2 გერმანელი ტურისტი და კენიელი პილოტი. ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავმა აფრენიდან მალევე დაკარგა კავშირი სადისპეჩერო სამსახურთან.
კენიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. წინასწარი ვერსიით, ავარია შესაძლოა ძლიერ ნისლსა და ცუდ ამინდს გამოეწვია.