პროკურატურის ორგანიზებით დმანისში მარათონი გაიმართა

დმანისში ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, სირბილში მარათონი მოეწყო. უწყების ინფორმაციით, შეჯიბრში დმანისის N1, N2, N3 და რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მარათონში წარმოდგენილი იყო გოგონათა და ვაჟთა გუნდები -173 მოსწავლის შემადგენლობით.
გამარჯვებული მოსწავლეები ბოლნისის რაიონული პროკურატურის სახელით მედლებითა და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მარათონი პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები