საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში კიდევ ოთხი პრობაციონერი დასაქმდა

კახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში კიდევ ოთხი პრობაციონერი დასაქმდა და მათ ოჯახებს სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გ. თ, ორწლიანი პირობითი მსჯავრის მოსახდელად, აღრიცხვაზე საგარეჯოს პრობაციის ოფისში დადგა. პრობაციონერის საქმის ინდივიდუალური შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აქტიურად ეძებდა სამსახურს. პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, გ. თ. სოფელ მანავში არსებულ ღვინის ქარხანაში დასაქმდა, სადაც ყოველდღიურად, 20 ლარს გამოიმუშავებს. გურჯაანის პრობაციის ოფიცრის რეკომენდაციით, საგზაო სამშენებლო კომპანიაში დასაქმდა პრობაციონერი გ. ბ. მისი ყოველდღიური ხელფასი 25 ლარს შეადგენს. დედოფლისწყაროს რაიონის პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით, სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის დარაჯად დასაქმდა გ. თ, რომლის ხელფასი 200 ლარი იქნება. დ. ლ-მ კი ავტოსამრეცხაოში დაიწყო მუშაობა და დღიურად 25 ლარს მიიღებს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 2014 წელს უკვე 130 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები