სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში ემიგრანტების ცხოვრებისადმი მიძღვნილი ფილმი აჩვენეს
სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ემიგრანტების ცხოვრებისადმი მიძღვნილი ფილმი აჩვენეს.
სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში სტუდია „გუთანმა“ მსჯავრდებულებს ემიგრანტების ცხოვრებისადმი მიძღვნილი ფილმი „მიწის სჯული“ წარუდგინა. ჩვენებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
ფილმის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებმა ემოციურად შეაფასეს ეკრანზე ნანახი და სტუდიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.
ჩვენება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ინიციატივით გაიმართა.