ბრიტანეთის პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე დაახლოებით 425 ადამიანი დააკავა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ, შაბათს, „პალესტინის მოქმედების“ მხარდამჭერ დემონსტრაციაზე დაახლოებით 425 ადამიანი დააკავა.
“როიტერის” ინფორმაციით, ეს მხარდამჭერების დაკავების ბოლო სერიაა მას შემდეგ, რაც მთავრობამ პალესტინის მომხრე ჯგუფი აკრძალა, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
ბრიტანეთმა „პალესტინის მოქმედება“ ანტიტერორისტული კანონმდებლობის საფუძველზე ივლისში აკრძალა მას შემდეგ, რაც მისი ზოგიერთი წევრი სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე შეიჭრა და სამხედრო თვითმფრინავები
დააზიანა.