“ინდოეთი და რუსეთი ყველაზე ბნელი ჩინეთის გამო დავკარგეთ” – ტრამპი
ინდოეთი და რუსეთი ყველაზე ბნელი და ღრმა ჩინეთის გამო დავკარგეთ,- ამის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
“როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი ყველაზე ბნელი და ღრმა ჩინეთის გამო დავკარგეთ. დაე, მათ ერთად გრძელი და აყვავებული მომავალი ჰქონდეთ!”,- დაწერა ტრამპმა.
პოსტთან ერთად, ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.