“როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ და ცდილობდნენ, ეს თემა საქილიკოდ ექციათ. რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს ვიდეოს, სადაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი – დუდა ამბობს, რომ ზელენსკიმ სცადა ომში პოლონეთის ჩართვა.
გაბუნიას განცხადებით, როდესაც დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, დეტალებში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, თუ რამდენად გონივრული ნაბიჯები გადაიდგა ქართული ხელისუფლების მხრიდან ომის თავიდან ასაცილებლად.
„როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ და ცდილობდნენ ეს თემა საქილიკოდ ექციათ.
რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა… ომის დასრულება ჯერ შორს არის და არაფერი საიმედო არ ჩანს.(მთავარია ეს ომი უფრო დიდი უბედურების შესავალი არ აღმოჩნდეს). ერთ რამეში კი გარწმუნებთ! როდესაც დასრულდება ეს უბედურება, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს და ისტორიის ნაწილი გახდება, დეტალებში გაცხადდება რას გვიპირებდნენ, რა გეგმა ჰქონდათ და რამდენად ეროვნული, გონიერი და მტკიცე ნაბიჯებით უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ“, – წერს გიორგი გაბუნია.