თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
“თელასის” ცნობით, დიდუბის რაიონში, ქვესადგურში “დიღომი-1″ გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, ახმეტელის, ლუბლიანას და კვანტალიანის ქუჩების 2061 აბონენტს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ბაგრატიონის, ქუთაისის და ყიფიანის ქუჩების 482 აბონენტს.
დიდგორის რაიონში, ქვესადგურში “კოჯორი”, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის 107 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას, ხვიჩიას, საბურთალოს და კოსტავას ქუჩების 592 აბონენტს.
ქვესადგურში, “საბურთალო-3″, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას ჩიხის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, დელისის II და III ჩიხის, ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, მეგრელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციის, ასათიანის და ზაქარაიას ქუჩების 3216 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის 711 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და ნადიკვრის ქუჩების 303 აბონენტს.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, სამგორის დასახლების და წულუკიძის ქუჩის 1148 აბონენტს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ჯანჯღავას, კაჭარავას, გლდანულას, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების 796 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, ასკურავას, ზესტაფონის, ცისარტყელას, საყვირის, ჭყონდიდელის და არალეთის ქუჩების 3753 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, ჩიქობავას, მამარდაშვილის, ტერენტი გრანელის და ბენაშვილის ქუჩების 363 აბონენტს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის, კეკელიძის, ჯანაშვილის, აბაშიძის, ბარნოვის, ქუთათელაძის, ბაზალეთის, ერისთავის და შროშის ქუჩების 1246 აბონენტს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის 294 აბონენტს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამრეწველო დასახლების და ქინძმარაულის ქუჩის 1441 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები