გიორგი კვირიკაშვილმა ლუდსახარში „ნატახტარი“ დაათვალიერა

 

    ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან ერთად ნატახტარში მდებარე „EFES საქართველო – სააქციო საზოგადოება „ლომისის“ ლუდსახარში „ნატახტარი“ დაათვალიერა.
ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 53 % წილის მფლობელია. 2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით ,,ეფესის ლუდსახარშის ჯგუფი“ (Efes Breweries International – EBI) დაინტერესდა და ლუდსახარშის 100 %-იანი წილი შეიძინა.
კომპანიამ დღემდე 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში 450 ადამიანია დასაქმებული. ,,ნატახტარი“ მომხმარებელს ლუდის 6 ბრენდს და 7 დასახელების ლიმონათს თავაზობს.
2013-2014 წლებში კომპანია ,,ნატახტარმა“ მუშაობა ორი ახალი მიმართულებით დაიწყო. შეიძინა სამმილიონნახევარი დოლარის ღირებულების უახლესი მოდელის წყლის გამწმენდი ნაგებობა, სადაც ნებისმიერი მოხმარებული წყალი იწმინდება.
2014 წელს კომპანიის ტერიტორიაზე მცირე ზომის საწარმო, შეიქმნა სადაც ხარშვის შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისგან ცხოველების საკვები მზადდება. ლუდსახარში აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები