„შეწყდეს!“ – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია დაიწყო
ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში სახელწოდებით – “შეწყდეს!” სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ. მათ შორის არიან გადაცემა „პროფილის“ წამყვანი მაია ასათიანი, გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი ინგა გრიგოლია და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქციას “Prime Time”-ი იწყებს და ყველას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.