„სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს პატიმრების გაუპატიურება ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ასწავლეს!“

სააკაშვილის რეჟიმი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს, – ამის შესახებ „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს პატიმრების გაუპატიურება ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ასწავლეს.
„სააკაშვილი ახლა, რომ ღვრის ნიანგის ცრემლებს, ხალხზე უნდა ვიფიქროთ და ქვეყანა გადავარჩინოთო, 2008 წელს რას ფიქრობდა, ცხინვალისკენ არმია რომ დაძრა?! სააკაშვილის ჩადენილ დანაშაულს 2008 წელში იმიტომ არ იძიებენ, რომ „ოცნება“ არის მისი ყოფილ და ამჟამინდელ მეგობართა კლუბი! ესენი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველანი სააკაშვილის თანამებრძოლები და თანამზრახველები იყვნენ! სააკაშვილის რეჟიმი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს! ადამიანების გაუპატიურებას ჰიტლერის ნაცისტებიც კი არ აკეთებდნენ! ამას, იცით, ვინ აკეთებდნენ? ამერიკელები აბუგრეივის ციხეში, როდესაც ჯარისკაცები მუსლიმ პატიმრებს აუპატიურებდნენ და თან სურათებს უღებდნენ! დიახ, სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს პატიმრების გაუპატიურება ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ასწავლეს“, – განაცხადა დევდარიანმა „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთთან მიმართებაში, სააკაშვილის პოლიტიკას აგრძელებს.
„აგერ, სულ ახლახან ალასანია ჩასული იყო ბაქოში და იქ „სამხრეთ კავკასიის სამხედრო კავშირზე“ ალაპარაკდა მაღალი ტრიბუნიდან! ალასანია კი მთავრობის წევრი და უმნიშვნელოვანესი სამინისტროს თავკაცია, ოპოზიციური პარტიის ლიდერი კი არა! ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ რუსეთი საპასუხო ნაბიჯს დგამს და აფხაზეთთან სამხედრო ალიანსიის გაღრმავებაზე ფიქრობს?! გამოდის, რომ ალასანია, რუსეთთან მიმართებაში, სააკაშვილის პოლიტიკას აგრძელებს“, – აცხადებს დევდარიანი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები