თსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ
სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეკონომიკის სამინისტროს შენობის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც სტუდენტები აცხადებენ, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის შეუფერებელია და ეკონომიკის სამინისტრომ ალტერნატიული ფართი უნდა გამოყოს.
საპროტესტო აქცია-მსვლელობა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი თსუ”-ს ორგანიზებით იმართება.