“ზურაბ ადეიშვილი პროკურატურას ისევ აკონტროლებს“

უნგრეთში გადახვეწილი ზურაბ ადეიშვილი პროკურატურას ისევ აკონტროლებს – ამის შესახებ „სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს.გამოცემასთან ამირეჯიბი განმარტავს, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი განცხადება.
„როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ტელევიზიითაც აჩვენეს, რა ტექნიკა ჰქონდა ადეიშვილს იუსტიციის სამინისტროში, აჩვენეს მისი კაბინეტი. მაშინ თქვეს, რომ ყველა სერვერს ადეიშვილი აკონტროლებდა, მას წვდომა ჰქონდა ნებისმიერი პროკურორისა თუ გამომძიებლის კომპიუტერში და შეეძლო, ნებისმიერი საქმე წაეღო. ის ასევე აკონტროლებდა უშიშროების სამსახურს. იმ პერიოდში ყველა სერვერი ჩაიხსნა, არჩილ კბილაშვილმა ყველაფერი გააჩერა, მაგრამ, როგორც მითხრეს, ცოტა ხანში ისევ ჩართეს. ბიძინა ივანიშვილთან მისულან ვიღაცები და უთქვამთ: გადასარევი ტექნიკაა, საათივით არის აწყობილიო და ისევ დაქოქეს. ახლა სპეციალისტები ამბობენ, ვინაიდან ადეიშვილს სპეცკოდები ჰქონდა, ისევ გაუჩნდა წვდომის შესაძლებლობა. ალბათ, კოდები უნდა შეეცვალათ, მაგრამ არ შეცვალეს იმიტომ, რომ მას თავისი ხალხი ჰყავს პროკურატურაში“, -აცხადებს ამირეჯიბი.
მისი თქმით, როდესაც დათა ახალაია დააკავეს საბერძნეთში, იცოდა, რომ გამოუშვებდნენ, ანუ განმეორდებოდა იგივე, რაც მოხდა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საფრანგეთში.
„ორივე შემთხვევაში პროკურატურიდან წავიდა სუსტი მასალები, დაუხვეწავი, გაუმართავი და არადამაჯერებელი. ახალმა ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ მოახერხა, რომ ქვეყანაში მოეძებნა 150 ნორმალური პროკურორი, ძველები ისევ არიან თავიანთ ადგილებზე, რომელთა 70 პროცენტს ისევ აკონტროლებს ადეიშვილი“, – აცხადებს ამირეჯიბი “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები