მაკა ჩიჩუა ქალთა მიმართ ძალადობაზე: მარტო აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია არ იქნება საკმარისი

 საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა ბოლო პერიოდში გახშირებულ ქალთა ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მხოლოდ აღშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის.
“ძალიან რთულია ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა, რადგან ძალიან მძიმე მკვლელობებზეა ლაპარაკი – ქალის მკვლელობა მეუღლის მხრიდან. ვფიქრობ, ამ საკითხს ფსიქოლოგიური და სოციალური დატვირთვა აქვს და ამას ცალკე განხილვა და რეაგირება სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია რელიგიური თემა დომინირებდეს. ამაზე უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო და მხოლოდ აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ არის”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დღეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ბოლოს დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები და მათი პრევენცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები