ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი მექანიზმის შექმნას განიხილავენ
ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავებას განიხილავენ. ინიციატივა იტალიის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
მექანიზმის მიზანი არის უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მიმართულებით, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის კოორდინირებულ მოქმედებებს ითვალისწინებს.
უცხოური მედიის ცნობით, პრემიერი ჯორჯია მელონის გეგმის თანახმად, რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში კიევის მოკავშირეები ვალდებულნი იქნებიან, 24 საათის განმავლობაში გადაწყვიტონ უკრაინისთვის სამხედრო ან ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხი.
გეგმაზე მსჯელობა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში.