დავით მათიკაშვილი: ჯერ არ დაუწყიათ რადიკალებს საარჩევნო კამპანია და უკვე წააგეს არჩევნები საქართველოში
ჯერ არ დაუწყიათ რადიკალებს საარჩევნო კამპანია და უკვე წააგეს არჩევნები საქართველოში,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, თბილისის მერობის პოსტზე, „ლელოსა” და გახარიას პარტიის საერთო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის” ეს ორი ფრთა საზოგადოებას რომ ატყუებს, უკვე ბევრჯერ დადასტურდა.
„ჯერ არ დაუწყიათ რადიკალებს საარჩევნო კამპანია და უკვე წააგეს არჩევნები საქართველოში. ეს პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. კანდიდატი, რომელზედაც შეთანხმდნენ, ნიშნავს, რომ არანაირი საშუალება და კანდიდატების არჩევანი მათ საერთოდ არ გააჩნდათ. ის, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის” ეს ორი ფრთა საზოგადოებას ატყუებს უკვე მერამდენედ დადასტურდა. ერთი თაღლითების პარტიაა, მეორე გაქცეული პრემიერის პარტია“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გახარიას პარტიამ და „ლელომ” თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.