ლევან მახაშვილი: მინიმუმ უხერხულია კლდიაშვილისგან ამგვარი ქმედებები
,,მინიმუმ უხერხულია კლდიაშვილისგან ამგვარი ქმედებები თან ილაშქრებ სახელმწიფოს წინააღმდეგ და თან არის არ ამბობ იმ სიკეთეებზე, რაც შეიძლება, მიიღო ამავე ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, IDFI-ს ხელმძღვანელის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ერთი მხრივ ილაშქრებ სახელმწიფოს წინააღმდეგ და მეორე მხრივ, არცერთი წამით უარს არ ამბობ იმ სიკეთეებზე, რაც შეიძლება მიიღო ამავე ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან. ამიტომ, მინიმუმ უხერხულია მისგან ამგვარი ქმედებები. რაც შეეხება სხვა არასამთავრობოებს, მგელი მგლის ტყავს არ დახევსო, როგორც იტყვიან. არ არის მათგან გასაკვირი, რომ არაერთი ძალიან ცუდი შეცდომის მიუხედავად, ისინი მაინც აგრძელებენ ერთმანეთის მსგავსი ნაბიჯების დაფარვას. მე არ გამიკვირდება, რომ თუ უფრო სიღრმისეულად შევისწავლით ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების საქმიანობებს, მათ აქვთ ან ექნებოდათ ამა თუ იმ ფორმით სხვადასხვა მხარდაჭერა და დაფინანსება“,- განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, „იმედინიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დამფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი – 5.5 პროცენტს.