თემურ ბათირაშვილი შვილის უკანონო დაპატიმრებაში ოთარ კახიძეს ადანაშაულებს

თემურ ბათირაშვილის განცხადებით, მის შვილს იარაღი ოთარ კახიძის მეთვალყურეობით და მონაწილეობით ჩაუდეს. პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები თემურ ბათირაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს. ბათირაშვილის შვილი თარხან ბათირაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დააპატიმრეს, ამჟამად სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ქართველი სარდალია და ის აბუ ომარ ალ-შიშანის სახელითაა ცნობილი.
როგორც თემურ ბათირაშვილი აცხადებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პანკისში, ბათირაშვილების სახცხოვრებელ სახლში შეიარაღებული სპეცნაზის თანამშრომლები ჩავიდნენ და მის შვილს კითხულობდნენ. მისი თქმით, იმ ღამეს თარხან ბათირაშვილი თბილისში იმყოფებოდა, ხოლო შვილის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს შეიტყო.
„ციხიდან რომ გამოვიდა, ჩემს შვილს ვუთხარი, შვილო-თარხან ახლა სამსახურში აღარ მიგიღებენ და აბა, რა უნდა ქნა მეტი? იარა, იარა და და ის „ჩეზე“, რომელიც გაფორმებული ჰქონდა დაიბრუნა. დანარჩენი კომპიუტერი, ტანსაცმელი, საძილე ტომრები სულ დაუკარგეს… მაშინ თარხანი ვაჭრობდა, საქონელი სახლში ჰქონდა და რასაც კი ხელი მოჰკიდეს, სუყველაფერი მოჰპარეს და წაიღეს ამ ქურდებმა. რომ მოიკითხა ამდენი ნივთი, უპასუხეს – ჩვენ რა ვიცით, შენ რა გქონდაო?! თარხანს იარაღი რომ ჩაუდეს, იმ ღამეს, იცით, ვინ იყო ჩვენს სახლში შემოსული? მერაბიშვილის ადვოკატი რომ არის, ეს ნაბიჭვარი ოთარ კახიძე იყო! მაგის მეთვალყურეობითა და მონაწილეობით შეაგდეს ტახტის ქვეშ ის „კარდონის“ ყუთი, რომელშიც ტყვიები იყო. კახიძემ ყველაფერი იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა! აი, ახლა გამოდის ეგ, ნაბიჭვარი, ეგ ლილიპუტი ადვოკატი და ენას არ აჩერებს! დიახ, ეგ იყო, ეგ ნაბიჭვარი! იქ იყო, ეგ მაიმუნი“…. – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ თემურ ბათირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტში 2010 – 2012 წლებში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები